alilo

ფილტრით და უფილტროდ


8

?სიახლე „ალილოსგან“?

✔გამოვიდა წიგნი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამომცემლობისთვის.

✔წიგნს ეწოდება „ფილტრით და უფილტროდ“, ის წარმოადგენს ორი თანამედროვე მართლმადიდებელი ავტორის ნააზრევს, რომელიც ქართველმა მთარგმნელმა ნინო საძაგლიშვილმა გამოკრიბა და ერთი სათაურის ქვეშ გააერთიანა.

✔როგორც მთარგმნელი წერს გამოცემა ორი „ქრისტიანი მოაზროვნისა და სულიერი მეგობრის, ფსიქოლოგ ნიკიტა კავკიოსისა და მღვდელ ხარალამპე პაპადოპულოსის პოეტურ-ფილოსოფიურ გამოცდილებებს მოიცავს. გარდა იმისა, რომ ამ ორს იდეური მსგავსებაც აკავშირებს და ერთი – მღვდელი, მეორე კი მართლმადიდებელი ერისკაცი, გულწრფელი ქრისტიანის საერთო სურათს ქმნიან, საინტერესოა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც კარგი მეგობრები და თანამოაზრენი არიან.“

✔საგულისხმოა, რომ საავტორო უფლება გადმოგვცა ათენის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გამომცემლობამ, "არმოს" მა, გამომცემლობა ძირითადად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ-რელიგიური ლიტერატურის გამოცემის ხაზით მუშაობს.

✔ქართულ ენაზე დასტამბული წიგნი უკვე აიტვითა წიგნის ორივე ავტორის ინტერნეტ-გვერდებზე.

✔სამწუხაროდ, ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო გადაიდო წიგნის პრეზენტაცია ათენში, საქართველოს საელჩოში.

✔თუ ჩვენი მკითხველი დაინტერესდება და ამას მოწონებებით დაგვიდასტურებს, გამომცემლობა „ალილო“ მზადაა, ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით, დაგეგმოს პრეზენტაცია თბილისში.


გაზიარება:

ფასი
8
გზავნილის წონა
0.2
ნანახია
3451