ბზობის სასაჩუქრე კალათა
35
დიდი მარხვა, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ „წმინდა ორმეოცი“ უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულით მთავრდება და იწყება ვნების კვირა – უფლის წმინდა ვნებების შვიდეული. მორწმუნეები კიდევ უფრო აძლიერებენ ლოცვას, მარხვა მძიმდება. ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულითვის ემზადება.
„ალილო“ მომხმარებელს სთავაზობს სასაჩუქრე ნაკრებს, საგანგებოდ ბზობის დღესასწაულისთვის და მომდევნო – ვნების შვიდეულისთვის.
ნაკრებში შედის:
წიგნი - „ბზობა, ლაზარეს შაბათი“;
წიგნი – „ვნების კვირის სახარების საკითხავები“ – რომელიც პირველად დაიბეჭა მრევლისთვის, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, ვნების კვირს ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით თვალი ადევნოს სახარების ვრცელ საკითხავებს – ეკელსიაში ყველა მსაუხრების დროს. ასევე, თუ ვინმე ტაძარში წასვლას ვერ ახერხებს, ყოველდღიურად შინ წაიკითხოს შესაბამისი საკითხავი.
ბზობის ხატი – ევლოგიით;
ბზის ტოტი – მინიანი ჩარჩოთი – დღესასწაულზე საკურთხებლად;
სკვნილი;
კელაპტარი;
სანთლები;
ნახშირი;
საკმეველი;
ამ ყველაფერს სასურველ მისამართზე მოგართმევთ ალილოს სასაჩუქრე ჩანთით.
ნაკრების ფასია 33 ლარი.
დაე, წმინდა ქალაქში დიდებით შემავალმა უფლმა ღირსეულად განგვავლევინოს მარხვის დარჩენილი დღეები, ჰფარავდეს იგი ყველა ქრისტიანს და სრულიად საქართველოს, ამინ!
- ფასი
- 35
- გზავნილის წონა
- 1.5
- ნანახია
- 2822