alilo

სალბუნი


14

„მედიცინა — ადამიანის მკურნალობა — ღვთიური შემოქმედებაა...“ ვკითხულობთ წიგნში, რომელსაც „სალბუნი“ ეწოდება. ეს წიგნი „დედაენის“ უახლეს გამოცემას წარმოადგენს და  თანაბრად საინტერესოა როგორც სამედიცინო, ისე, საეკლესიო მნიშნველობით.

ყველასთვის ცნობილია, რომ ადამინის სულიერი ცხოვრება განსაკუთრებით გამახვილებულია ხორციელი ავადმყოფობის დროს. ამიტომ მან უნდა შეძლოს, ერთგვარად „გამოიყენოს“ ავადმყოფობა, როგორც გამოცდილება. ამავე დროს სნეულებასთან სულიერი მიდგომა ყველაზე უკეთესი მკურნალია.

წიგნის შემდგენლი და ავტორი დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე თავადაც თერაპევტი, მედიცინის დოქტორი და ღვთიმსმეტყველების მაგისტრია.

წიგნში განხილულია სულიერი და ხორციელი სნეულების უერთიერთკავშირი; ცრურწმენები, როგორც მედიცინის, ასევე სულირი ცხოვრების მიმართულებით.

დაწვრილებითაა განხილული დეპრესია და მისი ფსიქო-სომატური მიზეზები.

მარხვის მედიკო-ბიოლოგიური ასპექტები.

სამკურნალო საშუალებები ბიბლიაში.

ვაქცინაციის საკითხი.

მავნე ჩვევებზე დამოკიდებულების საკითხები.

უეჭველია, რომ „სალბუნი“ საუკეთესო საჩუქარი იქნება მათთვის, ვისთვისაც მისაღები და სარმწუნოა მეცნიერების, კერძოდ მედიცინისა და რწმენის ჰარმონიული თანაარსებობა.


გაზიარება:

ფასი
14
გზავნილის წონა
0.46
ნანახია
3805