alilo

ბიბლია ყმაწვილთათვის, ახალი აღთქმა


12.5

 

? ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ „ალილოსა“ და „ქრონიკონის“ ერთობლივ ორიგინალურ პროექტს „საყმაწვილო ბიბლია“. პროექტი მთლიანად მოიცავს ხუთ წიგნს, ამჯერად უკვე დასტამბულია და მკითხველს შეუძლია, შეიძინოს „საყმაწვილო ბიბლია — ძველი აღთქმა“ და „საყმაწვილო ბიბლია —ახალი აღთქმა“.

ორივე გამოცემა ერთად წარმოადგენს ბიბლიის, ქრისტიანების წმინდა წიგნის, შინაარსს – მოზარდებისა და ბიბლიით დაინტერესებული პირებისთვის. მათში შესულია ქვეყნიერების ისტორია – შესაქმიდან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განკაცებისა და ქადაგების ჩათვლით, ვიდრე – მის ამაღლებამდე და მოციქულთა საქადაგებლად გამოსვლამდე.

✔გამოკვეთილია ეპიზოდები და განმარტებები, რომლებიც განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს – თანამედროვე ქრისტინებისთვის და ქრისტიანობის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

✔პროექტში შემავალი წიგნებიდან მესამეა „გარესამყარო“, — მაღალპოლიგრაფიული გამოცემა — ორიგინალური მხატვრობით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ბიბლიაში ხსნებული, ღვთის მიერ ადამიანებისთვის შექმნილი სამყაროს შემადგენილი ნაწილები, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; მისი მნიშვნელობა და საღვთისმეტყველო განმარტება. გამოცემა უკვე მომზადებულია და სულ მალე იხილავს მკითხველი.

დანარჩენი ორი წიგნი „ღვთისმსახურება“ და „ეკლესიის ისტორია“ დაასრულებს პროექტს, რომელიც სრულიად მოიცავს, ეკლესიური ცხოვრების ასპექტებს.

✔რედაქტორი – აკაკი მინდიაშვილი

✔გამომცემლობა „ალილო“

✔გამომცემლობა „ქრონიკონი“
 

  • ყდის ტიპი: მაგარი.
  • გვერდების რ-ბა: - 472.
  • ზომა: სიგრძე - 21სმ, სიგანე - 16სმ.

გაზიარება:

ფასი
12.5
პროდუქტის კოდი
392
გზავნილის წონა
0.6
ნანახია
2857